ტურან ზიაიემერი
ახალგაზრდა არქიტექტორი, წარმოშობით აპულიიდან, იტალია. სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებილი მილანსა და ლისაბონში, ბაკალავრის დიპლომი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, ამჟამად მაგისტრატურის სტუდენტი დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ნიკა გაბისკირია
არქიტექტორი და ხელოვანი თბილისიდან, განხორციელებულ პროექტში შედის „შვეიცარიული აგრარული სკოლა სარკინეთში“, სხვა სამუშაო გამოცდილებები: გრაფიკული დიზაინი, პერფორმანსი და ვორკშოპები (შვეიცარიაში, ხორვატიასა და საქართველოში). ევროპელ არქიტექტორ სტუდენტთა ასამბლეის საქართველოს გუნდის საკონტაქტო პირი (კურატორი). ბაკალავრის დიპლომი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან.
გივი მაჭავარიანი
ამჟამად გივი მოღვაწეობს კომპანია კოლექტივ დეველოპმენტში (აჭარა გრუპ), როგორც არქიტექტურული გუნდის ხელმძღვანელი, მისი ფართო არქიტექტურული პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს როგორებიცაა, საქართველოს ბოტანიკური ინსტიტუტი და ჰერბარიუმი, ასევე ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ნაციონალური პარკების ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პროექტები, კლუბი Elektrowerk და სასტუმროები თბილისი რუმს ჰოტელ და სტამბა ჰოტელ. გივი ასევე არის მუსიკალური პრომოუშენ კომპანია „ლოკომოტივ პრომოუშენის" დამაარსებელი, რომელს ძირითადი მიმართულება საქართველოში ალტერნატიული მუსიკის განვითარება არის.
ტომას იბრაჰიმი
INHABIT Tbilisi-ის პროექტის ავტორი, თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ყოფილი თანაორგანიზატორი, არქიტექტორ-დიზაინერი Opera Publica {eCV]-ში. ბაკალავრის დიპლომი არქიტექტურაში-არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად მაგისტრატურის სტუდენტი დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
კატია პეტროვსკაია
დაიბადა კიევში, სწავლობდა ლიტერატურასა და სიმბიოტიკას ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), დოქტორანტურა რუსულ ლიტერატურაში-მოსკოვის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. ფრანკფურტის სახალხო გაზეთის (Frankfurter Allgemeine Zeitung (Germany)) მწერალი. ცხოვრობს ბერლინში, კიევსა და თბილისში.
ლაშა შარტავა
დაიბადა თბილისში, მაგისტრატურის დიპლომი არქიტექტურაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან, სწავლობდა ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, დაიცვა თავისი მეორე მაგისტრატურის დიპლომი ისტორიული ძეგლებისა და მონუმენტების სტრუქტურულ ანალიზში პადოვის უნივერსიტეტში (იტალია), მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ისტორიულ ძეგლთა დაცვის შესახებ, მათ შორის ICCROM ხის კონსერვაციის კურსი ოსლოში (ნორვეგია) 2007 წლიდან ის მუშაობს როგორც არქიტექტორი და რესტავრატორ არქიტექტორი მრავალ სხვადასხვა პროექტზე, მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, ტერიტორიის კვლევებს, გეგმარებას, კონსულტაციასა და სამშენებლო პროცესის ზედამხედველობას.
გიო სუმბაძე
მულტი-მედია ხელოვანი. მუშაობს ფოტოგრაფიასა და ვიდეო ნამუშევარ/ინსტალაციებზე. ასევე არის გრაფიკული დიზაინერი. მისი ნამუშევრების ფოკუსში არქიტექტურა და ბუნების სტრუქტურაა, ისევე როგორც არქიტექტურული გეგმარება რადგან ეს უკანასკნელი ბუნებასთანაა კავშირში. გიოს მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში ევროპასა და შეერთებულ შტატებში. 2013 წელს მისი ნამუშევარი „კამიკაძე ლოჯია“ იყო წარდგენილი ვენეციის 55-ე ხელოვნების ბიენალეზე, პროექტი იყო ინსპირირებული თბილისის არაფორმალური არქიტექტურული ადაპტაციებით. ის ასევე არის ხელოვანთა ჯგუფ GOSLAB-ის წევრი.
მარტინას კილიუსი
ახალგაზრდა არქიტექტორი ლიეტუვიდან, სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ლიეტუვაში, ნიდერლანდებსა და სლოვაკეთში. ბაკალავრის დიპლომი არქიტექტურაში კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, ამჟამად მაგისტრატურის სტუდენტი დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ფრანჩესკა კროტტი
ახალგაზრდა არქიტექტორი იტალიიდან, ქალაქი „ლომბარდია“, სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს მილანსა და ლისაბონში. ბაკალავრის დიპლომი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, ამჟამად მაგისტრატურის სტუდენტი დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ლუკა ღუდუშაური
10 წლიანი გამოცდილება არქიტექტურულ და სამშენებლო პროექტებზე მუშაობაში. წარმატებული სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელი, ძლიერი გამოცდილებით: დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა და მრავალფეროვანი პროექტების შესრულებაში. ის მუშაობდა ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორიცაა 5 ვარსკვლავიანი ჰილტონის სასტუმრო თბილისში და ფოთის პორტის რეკონსტრუქცია-დაღმავება. ბაკალავრის დიპლომი არქიტექტურაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან.
გიო შაბურიშვილი
გამოცდილი არქიტექტორი, რომელსაც ნამუშევარი აქვს მრავალ ადგილობრივ არქიტექტურულ და სარესტავრაციო პროექტზე. აქვს დიდი გამოცდილება სამჭედლო და სადურგლო საქმიანობაში. ის არის კომპანია „ვოთერლინკ კორპორეიშენის“ თანადამფუძნებელი, რომელიც აქტიურად ასრულებს არქიტექტურულ პროექტებს. ასევე, კომპანია „არმაზის სახდელი“-ს თანადამფუძნებელი, რომელიც აწარმოებს ჭაჭას. გიორგის მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
დათუნა შაბურიშვილი
გამოცდილი არქიტექტორი, რომელსაც ნამუშევარი აქვს მრავალ ადგილობრივ არქიტექტურულ და სარესტავრაციო პროექტზე. აქვს დიდი გამოცდილება სამჭედლო და სადურგლო საქმიანობაში. ის არის კომპანია „ვოთერლინკ კორპორეიშენის“ თანადამფუძნებელი, რომელიც აქტიურად ასრულებს არქიტექტურულ პროექტებს. ასევე, კომპანია „არმაზის სახდელი“-ს თანადამფუძნებელი, რომელიც აწარმოებს ჭაჭას. დათოს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
ნიტა ივანიშვილი
ნიტა არქიტექტურის სტუდენტია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეასა საქართველოს მოქმედი საკონტაქტო პირი.
ეიბლ ფელიქსი
ეიბლ ფელიქსი. დაიბადა გერმანიაში. სწავლობდა არქიტექტურას ვენის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში.